ადგილი, სადაც თვალებზე ზრუნვა მარტივი, ხელმისაწვდომი და სასიამოვნოა.
ლინზები.გე-ის მისიაა მომხმარებლებს შეუქმნას სივრცე, სადაც ხედვა არ არის უბრალოდ ფიზიკური უნარი — ის არის კომფორტის, სტილისა და ჯანმრთელობის ერთიანობა. ჩვენ ვზრუნავთ თვალებზე თანამედროვე ტექნოლოგიით, პროფესიონალური მომსახურებით და ინდივიდუალური მიდგომით, რომ ყველას ჰქონდეს უფლება დაინახოს ნათლად და იგრძნოს უკეთ.
გვჯერა, რომ სათვალე არ უნდა იყოს მხოლოდ ფუნქციონალური, არამედ უნდა იყოს კომფორტული და მოდური. ჩვენი თანამედროვე ოპტიკური სათვალეები აერთიანებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რაც მათ საშუალებას აძლევს იყოს ძალიან მსუბუქი, თხელი და ყველაზე ძლიერი მასალებით დამზადებული. ეს ქმნის იდეალურ კომბინაციას შესანიშნავი მხედველობისთვის და სტილისთვის.
ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ფერის, სტილის, დიზაინის ოპტიკურ ჩარჩოებს, როგორც ბრენდირებული ასევე არაბრენდირებული საუკეთესო ხარისხის მასალას მთელი ოჯახისთვის.
თანამედროვე სილიკონჰიდროგელური ლინზები იძლევა საშუალებას მხედველობა იყოს უფრო ბუნებრივი და შეუზღუდავი, ასევე უზრუნველყოფს დამატებით დაცვის ფილტრებს, რომლებიც მინიმუმამდე აქვეითებენ მზის მავნე გავლენას.
შეარჩიე სხვადასხვა ტიპის ლინზები შენი პირადი საჭიროებების მიხედვით, იქნება ეს ასტიგმატიზმი, სფერული ან კოსმეტიკური, თუ მულტიფოკალური კორექცია.
კონტაქტური ლინზები არა მხოლოდ მხედველობის კორექტორის ინსტრუმენტია, არამედ თანამედროვე ცხოვრებისეული სტილისა და კომფორტის ნაწილი.
მხედველობის დაძაბულობის შემცირება
როცა თვალს უწევს მუდმივი მცდელობა დაინახოს მკაფიოდ, ამ დროს ხდება თვალის გადატვირთვა, რაც იწვევს დაღლილობას, თვალის სიმშრალეს და ხშირად – თავის ტკივილსაც. სათვალე ამ დისკომფორტს ამცირებს და აუმჯობესებს ხედვის ხარისხს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ყურადღების, კონცენტრაციისა და პროდუქტიულობის შემცირება
სათვალის გარეშე ისეთი ყოველდღიური აქტივობები, როგორებიცაა კითხვა, მანქანის მართვა ან ტელევიზორის ყურება, ბევრად უფრო რთული ხდება. მკაფიო ხედვის გარეშე იმატებს ვიზუალური სტრესი და მცირდება თქვენი შესაძლებლობები.
ზიანის პრევენცია ბავშვებში და მოზარდებში
ბავშვებს და მოზარდებს დროული სათვალე ეხმარება მხედველობის სწორ განვითარებაში. უყურადღებოდ დატოვებულ პრობლემებს შეუძლია გამოიწვიოს ე.წ. "ზარმაცი თვალი" (ამბლიოპია) ან სხვა გართულებები.
კონტაქტური ლინზების შეძენა შეგიძლიათ მიხეილ წინამძღვრიშვილის 110 ნომერში, მეტრო მარჯანიშვილთან ახლოს მდებარე ლინზები.გე-ს ფილიალში ან ვებსაიტის საშუალებით. აქ დაგხვდებათ ფართო არჩევანი: ასტიგმატიური, სფერული, ფერადი (ნომრიანი და უნომრო), მაღალი ცილინდრის ან მულტიფოკალური ლინზები. საკურიერო მომსახურეობა საქართველოს მასშტაბით.
📍 თბილისში:
შეკვეთაზე 50 ლარის ან მეტის შემთხვევაში – მიწოდება უფასოა (2-3 სამუშაო დღე)
50 ლარამდე შეკვეთებზე – მიწოდების ღირებულებაა 5 ლარი (2-3 სამუშაო დღე)
🚚 რეგიონებში (ქალაქები):
მიწოდების ღირებულებაა 10 ლარი (3-4 სამუშაო დღე)
🏞 სოფლები:
მიწოდების ღირებულებაა 15 ლარი (3-4 სამუშაო დღე)
💳 გადახდა:
საკურიერო მომსახურების შემთხვევაში საჭირო არის თანხის წინასწარ გადახდა.
მიხეილ წინამძღვრიშვილის 110 ნომერში, მეტრო მარჯანიშვილთან ახლოს, შეარჩიე შენთვის იდეალური სათვალე მსოფლიოს წამყვანი ბრენდებიდან:
Carrera, Tommy Hilfiger, Boss, Hugo Boss, Jaguar, Polaroid, Ducati, Pierre Cardin, Eyewear by David Beckham, Max & Co, Carolina Herrera და სხვა.
ჩვენ გთავაზობთ ორიგინალ პროდუქტს რეალურ ფასად — სტილი და ხარისხი, რომელსაც შეგიძლია ენდო.
2013 წლიდან აქტიურად ვსაქმიანობთ როგორც საცალო, ისე საბითუმო გაყიდვებში. 10+ წლის განმავლობაში ვართ სანდო პარტნიორი და გთავაზობთ ხარისხიან პროდუქტსა და სერვისს.
მოზრდილებმა თვალის გამოკვლევა 1-2 წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტარონ. ბავშვებს და მხედველობის პრობლემების მქონე პირებს შესაძლოა ყოველწლიური შემოწმება დასჭირდეთ.
დიახ, ჩვენ გთავაზობთ ბავშვთა სათვალეების სრულ ასორტიმენტს, სპეციალურად შექმნილს კომფორტისთვის, გამძლეობისა და სტილისთვის.
ჩვენი არჩევანი მოიცავს ბავშვებისთვის უსაფრთხო მასალისგან დამზადებულ მოქნილ და მსუბუქ ჩარჩოებს, რომლებიც ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახალისო ფერებსა და დიზაინში.
დიახ! ჩვენ რეგულარულად გთავაზობთ ექსკლუზიურ შეთავაზებებს.
თვალი ადევნეთ ჩვენს ვებსაიტს ან სოციალურ მედიას (Instagram და Facebook) უახლესი შეთავაზებებისთვის, როგორიცაა:
-შეიძინე კონტაქტური ლინზები 1 კოლოფი და მიიღე ლინზების ხსნარი უფასოდ
-შეიძინე კონტაქტური ლინზები ასტიგმატიზმისთვის 2 კოლოფი და მიიღეთ ფასდაკლება
-სეზონური აქციები ჩარჩოებზე, ლინზებზე, ხსნარებზე, აქსესუარებზე და ა.შ.
Linzebi.ge
საავტორო უფლებები ©Linzebi.ge, ყველა უფლება დაცულია.