შპს “კავიტა” (შემდგომში - მომსახურების მიმწოდებელი) და კლიენტი, რომელიც აფორმებს შეკვეთას linzebi.ge-ს ვებ-გვერდზე და საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს პირადი მონაცემების შეტანით (შემდგომში - მომსახურებით მოსარგებლე), დებენ სამომხმარებლო შეთანხმებას linzebi.ge-ს ვებ-გვერდზე (შემდგომში - შეთანხმება).

1. ინტერნეტ-მაღაზია

1.1. linzebi.ge - არის მომსახურების მიმწოდებლის მიერ შექმნილი ინტერნეტ-მაღაზია, რომლის მეშვეობითაც სრულდება პროდუქციის მიყიდვა მომსახურების მოსარგებლისთვის.

1.2. linzebi.ge არის დომენი, რომელიც ეკუთვნის მომსახურების მიმწოდებელს.

2. საერთო პირობები

2.1. შეთანხმების მხარეები ურთიერთობების რეგულირებისას იხელმძღვანელებენ ვალდებულებების შესახებ სამარათლის კანონის, საქართველოს სხვა კანონების და საკანონმდებლო აქტების გათვალისწინებით და შეთანხმებული ხელშეკრულებით.

2.2. მომსახურების მიმწოდებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება llinzebi.ge-ს მომსახურებაში.

2.3. მომსახურების მიმწოდებელს აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს შეთანხმების გამოყენების პირობები, და ამასთან არ არის ვალდებული შეატყობინოს მომსახურებით მოსარგებლეს.

2.4. Linzebi.ge-ს მიერ შემოთავაზებული პროდუქცია გაიყიდება მხოლოდ კერძო პირებზე.

2.5. მომსახურებით მოსარგებლე ადასტურებს, რომ იგი არის საქართველოს რეზიდენტი, 18 წლის ან მეტი.

3. საქონელი და შესყიდვა

3.1. საქონლის აღწერაში ჩვეულებისამებრ ნაჩვენებია თუ რამდენი დრო შეიძლება დასჭირდეს შეკვეთას. Linzebi.ge-ზე საქონლის ასახვა შეიძლება იცვლებოდეს საწყობის ან პროგრამების ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით.

3.2. თუ საქონელი მოცემული მომენტისთვის არ არის საწყობში და შეკვეთის შესრულება შეუძლებელია, linzebi.ge-ს თანამშრომელი უკავშირდება მომსახურებით მოსარგებლეს, სთავაზობს მიწოდების ახალ შესაძლო ვადას ან საქონლის შეცვლას სხვა საქონლით, რომელსაც იგივე ფასი და ხარისხი გააჩნია, ან უბრუნებს ფულს მომსახურებით მოსარგებლეს. ფული დაბრუნება მოხდება ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.

3.3. საქონლის გამოსახულება linzebi.ge-ზე ილუსტრირებულია და შეიძლება განსხვავდებოდეს ფაქტობრივი საქონლისგან. საიტზე Linzebi.ge საქონლის არსებული აღწერილობა არ არის ამომწურავი და შეიძლება შეიცავდეს შემთხვევით უზუსტობებს.

3.4. მომსახურებით მოსარგებლე ირჩევს სასურველ საქონელს, თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას შეავსოს საჭირო ინფორმაცია შეკვეთის შესასრულებლად (სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მიტანის მისამართი, საფოსტო ინდექსი) და გადაიხადოს შეკვეთა შერჩეული გზით.

3.5. მომსახურების მსარგებელი ადასტურებს, რომ მას სურს და თანახმაა გადაიხადოს შენაძენის სრული საფასური შეკვეთის შესრულებამდე.

3.6. მომსახურებით მოსარგებლე შეკვეთის გაფორმებისას ვალდებულია წარადგინოს თავისი ზუსტი მონაცემები. მომსახურების მიმწოდებელი არ ატარებს პასუხისმგებლობას შეკვეთის შეუსრულებლობაზე და მის შემდგომ შედეგებზე მომსახურებით მოსარგებლეს მიერ არასწორი მონაცემების წარდგენისას.

3.7. გაყიდვა სრულდება მაშინ, როცა მომსახურებით მოსარგებლემ გააკეთა შეკვეთა linzebi.ge-ზე, შეიყვანა ყველა საჭირო მონაცემები და გადაიხადა შეკვეთის საფასური.

4. ფასები

4.1. ყველა ფასი linzebi.ge-ზე ნაჩვენებია ლარში დ.ღ.გ.-ს ჩათვლით.

4.2. მომსახურების მიმწოდებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეცვალოს საქონელზე მითითებული ფასები linzebi.ge-ზე. თუ მომსახურების მიმწოდებელმა შეცვალა ფასი მომსახურების მიმღების მიერ შეკვეთის გაფორმების და ღირებულების გადახდის შემდეგ, მაშინ მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს პროდუქცია მომსახურების მიმღებს იმ ფასად, რომელიც შეკვეთის გაფორმების დროს იყო ასახული. მომსახურების მიმღებს არ აქვს უფლება მოითხოვოს კომპენსაცია ფასის განსხვავებისთვის.

5. მიწოდების ვადები და პირობები

5.1. საქონლის მიწოდების დრო და ღირებულება დამოკიდებულია ადგილზე, საიდანაც სრულდება შეკვეთა. საკურიერო მომსახურების სარგებლობისას, მიწოდების ღირებულება ემატება საქონლის ღირებულებას.

6. კონტრაქტის გაუქმება მომსახურების შესრულებამდე.

6.1. თუ მომსახურებით მოსარგებლეს სურს შეკვეთის გაფორმების შემდეგ და მომსახურების მიმწოდებლის მიერ შეკვეთის შესრულებამდე გააუქმოს შეკვეთა, მაშინ მომსახურებით მოსარგებლე ვალდებულია წერილობით ამცნოს ამის შესახებ მომსახურების მიმწოდებელს. წერილობითი შეტყობინება უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sales@linzebi.ge. წერილში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის გაფორმების თარიღი და შეკვეთის ნომერი, რომელზეც მას სურს უარის თქმა, და დაამატოს მომსახურებით მოსარგებლეს საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი).

6.2. თუ განცხადება ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით მივა მომსახურების მიმწოდებელთან შეკვეთის სისრულეში მოყვანის შემდეგ, მაშინ ხელშეკრულების გაუქმება მოხდება მე-7 პუნქტის მიხედვით - „დაბრუნების უფლება“.

6.3. მომსახურების მიმწოდებელი უბრუნებს გადახდილ თანხას მომსახურებით მოსარგებლეს კუთვნილ მიმდინარე ანგარიშზე არა უგვიანეს ოცდაათი (30) დღისა ხელშეკრულების გაუქმების შესახებ განცხადების მიღების მომენტიდან.

6.4. ფული ბრუნდება იგივე მიმდინარე ანგარიშზე, რომლიდანაც გადმოირიცხა მომსახურების მიმწოდებელთან.

7. დაბრუნების უფლება.

7.1. გაყიდული საქონლის უკან დაბრუნება მოხდება მხოლოდ ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში.

7.2. კონტაქტური ლინზები დეფექტით.

7.2.1. თუ მომსახურებით მოსარგებლე კონტაქტური ლინზების პირველი გამოყენებისას აღმოაჩენს, რომ საქმე აქვს დეფექტურ კონტაქტურ ლინზებთან, იგი უფლებამოსილია მყისვე შეატყობინოს ამის შესახებ მომსახურების მიმწოდებელს და დაუბრუნოს მას ლინზები ორიგინალი შეფუთვით და მიანიშნოს საკუთარი სახელი, შეკვეთის ნომერი და მიზეზი, რომლის გამოც აბრუნებს ლინზებს.

7.2.2. მომსახურების მიმწოდებელი უგზავნის კონტაქტურ ლინზებს მწარმოებელს ექსპერტიზაზე და იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ლინზები დეფექტური იყო, მაშინ მომსახურებით მოსარგებლეს აქვს უფლება დეფექტური ლინზების მაგივრად მიიღოს ახალი ლინზები იგივე პარამეტრებით, ხოლო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დეფექტური ლინზები შეუცვალოს ახლით. მომსახურების მიმწოდებელი არ არის ვალდებული დეფექტური ლინზებისთვის დააბრუნოს ფული, არამედ მხოლოდ შეცვალოს ისინი იგივე მახასიათებლების მქონე ახლით. 

7.2.3. თუ მწარმოებლის ექსპერტიზაზე დადგინდა, რომ ლინზები არ იყო დეფექტური და კონტაქტური ლინზების მოხმარებისას დარღვეული იქნა ლინზების სარგებლობის და მათი მოვლის პირობები, მაშინ მომსახურების მიმწოდებელს არ ეკისრება ვალდებულება შეცვალოს ასეთი ლინზები, ხოლო მომსახურებით მოსარგებლე ვალდებულია გადაიხადოს კონტაქტური ლინზების და ექსპერტიზის ხარჯების საფასური.

7.2.4. ლინზების დაბრუნებასთან წარმოქმნილი ხარჯები ეკისრება მომსახურებით მოსარგებლეს. თუ მწარმოებლის ექსპერტიზაზე დადგინდა, რომ ლინზები დეფექტით იყო, მომსახურების მიმწოდებელი მომსახურებით მოსარგებლეს აუნაზღაურებს ხარჯებს, რომლის დასამტკიცებლადაც საჭიროა საბუთების წარდგენა.

7.3. სხვა საქონლის დაბრუნება.

7.3.1. ჰიგიენური მიზეზების გამო შეუძლებელია ლინზების კონტეინერების, პინცეტის და მოვლის საშუალებების დაბრუნება. 

8. პირადი მონაცემები და მათი გამოყენება.

8.1. მომსახურებით მოსარგებლე აძლევს გარკვეულ და მყარ თანხმობას მომსახურების მიმწოდებელს თავისი პირადი მონაცემების გამოსაყენებლად.

8.2. შეთანხმების გაფორმებისას მომსახურებით მოსარგებლეს მიერ მითითებული მონაცემები  შედის მომხმარებლის მონაცემთა ბაზაში და გამოიყენება მომსახურების მიმღებზე საქონლის შეთავაზებისა და გაყიდვისთვის.

8.3. პირადი მონაცემების წყარო არის კლიენტებთან წარმოქმნილი ურთიერთობები მათ მიერ შეკვეთის გაფორმებისას ვებ-გვერდზე linzebi.ge.

8.4. პირადი მონაცემებში შედის: სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი, e-mail, მისამართი: ქალაქი, ქუჩა, სახლი, ბინა, საფოსტო ინდექსი.

8.5. პირადი მონაცემები მუშავდება ფირმა შ.პ.ს. “კავიტა”-ის მიერ, რომლის სარეგისტრაციო ნომერია 205294368, მისამართი: წინამძღვრიშვილის 110, 0112, თბილისი, საქართველო.

8.6. პირადი მონაცემები, რომლებიც საჭიროა საქონლის გასაგზავნად მომსახურებით მოსარგებლესთან, გადაეცემა შუამავალ ფირმებს.

8.7. პირადი მონაცემები დაცულია უსაფრთხოების ზომებით.

8.8. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია არ გადასცეს პირადი ინფორმაცია მესამე პირს გარდა შუამავალი ფორმებისა.

8.9. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ ამას კანონი ითხოვს.

8.10. მომსახურებით მოსარგებლეს აქვს უფლება შეამოწმოს საკუთარი პირადი მონაცემები, ასევე შეცვალოს ან წაშალოს ისინი მონაცემთა ბაზიდან.

8.11. მომსახურებით მოსარგებლე აძლევს თანხმობას მომსახურების მიმწოდებელს გაუგზავნოს შეკვეთის დადასტურება ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც აღნიშნულია შეკვეთის გაფორმებისას.

9. პასუხისმგებლობა.

9.1. მომსახურებით მოსარგებლე ვალდებულია გამოიყენოს linzebi.ge-ს მიერ მიწოდებული მომსახურება მხოლოდ იმ მიზნებით, რაც კანონს შეესაბამება.

9.2. მომსახურებით მოსარგებლე თავად ატარებს პასუხისმგებლობას სრული აღჭურვილობის, პროგრამული უზრუნველყოფის და კავშირის სისტემების შეძენაში, რომლებიც აუცილებელია linzebi.ge-ს მომსახურებებით სარგებლობისთვის, და ასევე შესაძლო ხარჯებისთვის, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას linzebi.ge-ს გამოყენებისას.

9.3. მომსახურებით მოსარგებლე ატარებს სრულ პასუხისმგებლობას linzebi.ge-ს მომსახურებისადმი მიყენებული ზიანზე ან მისი კანონსაწინააღმდეგო გზით გამოყენებისას.

10. გარანტია.

10.1. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი არ შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს, მომსახურებით მოსარგებლე ვალდებულია დაუყოვნებლივ ამცნოს ამის შესახებ მომსახურების მიმწოდებელს არა უგვიანეს ათი (10 ) კალენდარული დღისა საქონლის მიწოდებიდან.

10.2. გარანტია ვრცელდება საქონლის მოცემული შეთანხმების მე-7 პუნქტში ჩამოთვლილ ყველა ზიანზე, გარდა იმათი, რომლებიც მომსახურებით მოსარგებლეს მიერ იქნა მიყენებული.

10.3. მომსახურების მიმწოდებლის საქონლის აღმოჩენილი ზიანის შეტყობინებისას, მომსახურებით მოსარგებლე ვალდებულია წარადგინოს შემდეგი: კონტაქტური ლინზები, ორიგინალური შეფუთვა და შეკვეთის ნომერი.

10.4. მომსახურების მიმწოდებელი არ ატარებს პასუხისმგებლობას საქონლის შემდეგი დაზიანებისთვის:

10.4.1. მომსახურებით მოსარგებლემ დაარღვია ლინზების მოხმარების და მათი მოვლის წესები.

10.4.2. მომსახურებით მოსარგებლე დამოუკიდებლად ცდილობდა საქონლის შეკეთებას.

10.4.3. მოთხოვნას არ ერთვის კონტაქტური ლინზები, მათი ორიგინალი შეფუთვა და შეკვეთის ნომერი.

11. აზრთა სხვაობები.

11.1. სამომხმარებლო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული აზრთა სხვაობები წყდება ორივე მხარის მოლაპარაკებით. შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში დავა წყდება სასამართლო წესრიგის მიხედვით საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.

12. გამოყენების პირობები.

12.1. მომსახურებით მოსარგებლესთვის აუცილებელია ხელშეკრულების პირობების გაცნობა.

12.2. შეკვეთის გაფორმებისას, შესაბამის ველის მონიშვნით „ვეთანხმები linzebi.ge-ს მომსახურების პირობებს“, მომსახურებით მოსარგებლე ადასტურებს, რომ იგი გაეცნო გამოყენების ხელშეკრულების პირობებს, გაიგო ისინი და ეთანხმება მათ.

12.3. შეკვეთის გაფორმებისას მომსახურებით მოსარგებლე ადასტურებს, რომ:

12.3.1. ექიმის ან ოპტომეტრისტის მიერ აქვს დანიშნული ლინზები და ადრე ატარებდა მათ;

12.3.2. იცის საკუთარი ლინზების პარამეტრები და ოპტიკური ძალა;

12.3.3. შეუძლია კონტაქტური ლინზების გამოყენება და იცის მათი მოვლის წესები;

12.3.4. იცის იმ საშიშროებების შესახებ, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას ლინზების მოხმარების შედეგად, ასევე ლინზების არასწორად მოვლის და გამოყენების შემთხვევაში;

12.3.5. არ აქვს უკუჩვენებები კონტაქტური ლინზების ტარებისას;

13. დასკვნა.

13.1. იმ შემთხვევაში თუ ამ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი წინააღმდეგობაში მოვა კანონთან ან სხვა სამართლებრივი აქტების მიღების შემთხვევაში, მოცემული ხელშეკრულება არ უქმდება, და მომსახურების მიმწოდებელი იღებს პასუხისმგებლობას შეუსაბამო პუნქტი შეცვალოს ახლით.

13.2. ხელშეკრულების თავების გამოყენებული სათაურები განკუთვნილია მხოლოდ ტექსტის კითხვის გასაადვილებლად, და არ გააჩნიათ იურიდიული განმარტების არსი.