ლინზები საჩემო არ არის - შემიძლია მისი დაბრუნება?

ლინზები არის სამედიცინო პროდუქტი, თუ თქვენ გახსენით კოლოფი და ჩაისვით ლინზები თვალში  - დაბრუნება არ შეიძლება. თუ შეიძინეთ რამდენიმე ლინზა, მოისინჯეთ და არ გაამართლა თქვენი იმედები, მაშინ შესაძლებელია დანარჩენი ლინზები დავიბრუნოთ ან ჩავანაცვლოთ სხვებით. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ: sales@linzebi.ge

კონტაქტურ ლინზებს მოჰყვება ლინზების მოსავლელი ხსნარი და კონტეინერი?

ლინზები, ლინზების მოსავლელი ხსნარი და ლინზების შესანახი კონტეინერი, სამი ცალკეული პროდუქტია ( როგორც წესი, კონტეინერს დებენ ხსნარის შეფუთვაში). ლინზების ამგვარი კომპლექტი არ არსებობს. ამიტომ, თუ თქვენ არ გაქვთ ხსნარი და კონტეინერი - უნდა შეიძინოთ ცალკე.

არასოდეს გამომიყენებია ლინზები - როგორ შევიძინო?

 კონტაქტური ლინზებისა და სათვალის გამოყენება  მხედველობის კორექციის  ერთ-ერთი გზაა (შორსმხედველობა, ახლომხედველობა, ასტიგმატიზმი). ამიტომ, თუ გადაწყვეტთ სათვალის კონტაქტური ლინზებით ჩანაცვლებას, უნდა გაიაროთ კონსულტაცია თვალის ექიმთან. ლინზებს, ისევე როგორც სათვალეს, სჭირდება რეცეპტი. სათვალის რეცეპტი არ გამოდგება ლინზის საყიდლად.

ლინზის ყიდვის დროს მიაქციეთ ყურადღება:

  • იცით თუ არა ლინზის გამოყენების წესები;
  • ლინზების რეცეპტი არ უნდა იყოს 6 თვეზე ძველი;
  • უნდა დაადასტუროთ, რომ ხართ 16 წელს ზემოთ ასაკის.

მარჯვენა და მარცხენა თვალში განსხვავებული მხედველობა მაქვს - შემიძლია ლინზების შეკვეთა?

რა თქმა უნდა.

თქვენ ყიდით მაღალი ხარისხის ლინზებს?

დიახ, ლინზები გამოირჩვევა მაღალი ხარისხით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ლინზების მწარმოებელ ცნობილ და წარმატებულ კომპანიებთან, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან და გვთავაზობენ გაუმჯობესებულ პროდუქციას. 

ფერადი ლინზები ისე ვერ მიცვლის ფერს, როგორც მე მინდა და რატომ?

ყველა ადამიანის თვალის ფერი განსხვავებულია, ამიტომ ყველა შემთხვევაში ერთი და იმავე შედეგი არ მიიღწევა. ლინზის ყიდვის დროს მიაქციეთ ყურადღება, გინდათ ლინზა თვალის ფერის შესაცვლელად თუ უკვე არსებული ფერის გამოსაკვეთად.

რას ნიშნავს ლინზის ბაზისური სიმრუდე?

ლინზის ბაზისური სიმრუდე ეს არის ლინზის შიგნითა ცენტრალური ნაწილის სიმრუდის მაჩვენებელი. ლინზის ბაზისური სიმრუდე უნდა ემთხვეოდეს თვალის ბაზისურ სიმრუდეს. თუმცა მათ შორის მცირედ განსხვავებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. 

რამდენი ხანი სჭირდება ტრანსპორტირებას?

ტრანსპორტირებისათვის ჩვეულებრივ საჭიროა 1-2 დღე. იმ შემთხვევაში თუ ლინზა არ გვაქვს ადგილზე და საჭიროა მათი შეკვეთა (ასტიგმატური, განსაკუთრებით დიდი ნომრის მქონე, განსხვავებული ფერი და ა.შ.), ტრანსპორტირებას სჭირდება 2 კვირიდან ერთ თვემდრე დრო.