X
Lensify Soft [6 ცალი] Sale!

Lensify Soft [6 ცალი]
Free Gift

ჩვეულებრივი ფასი 0.00 GEL 68.00 GEL

გთხოვთ, მონიშნოთ ყველა ველი, რომ გამოითვალოთ მიწოდების სავარაუდო დრო.

Lensify Soft ორკვირიანი კონტაქტური ლინზა დამზადებულია ახალი ტექნოლოგიის სილიკონ-ჰიდროგელური მატერიალით, რომელიც შემუშავებულია იმისათვის რომ მივიღოთ განსაკუთრებული კომფორტი ყველაზე მგრძნობიარე და მშრალი თვალისთვის. კონტაქტური ლინზა იწარმოება ძალიან თხელი კიდეებისგან, რაც თვალის დახამხამების დროს მაქსიმალურად ამცირებს შეხებას ლინზასა და ქუთუთოს შორის. შემცირებული ხახუნი ქუთუთოსა და ლინზას შორის, კომფორტის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ლინზების გამოყენების დროს.

Lensify Soft-ის კონტაქტური ლინზა წარმოების პროცესში გაჯერებულია ნატრიუმის ჰიალურონატით, რაც წარმოადგენს ბუნებრივ დამატენიანებელ საშუალებას. ნატრიუმის ჰიალურონატი კონტაქტური ლინზის გამოყენების დროს მაქსიმალურად ატენიანებს და კომფორტულობის შეგრძნებას გვრის კონტაქტური ლინზის მომხმარებელს.

Lensify Soft-ის ინოვაციური მასალა გამოირჩევა წყლის დიდი შემცველობით. გამოთავისუფლებული ნატრიუმის ჰიალურონატთან ერთად, წყლის  მაღალი შემცველობა ქმნის უნიკალურ და ეფექტურ ჰიდრატაციას. ჰიდრატაციის სისტემა ხელს უწყობს კონტაქტურ ლინზას, რომ შეინარჩუნოს ტენიანობა და კომფორტის შეგრძნება მთელი დღის განმავლობაში. ეს ტექნოლოგია ასევე ამცირებს ლინზის ზედაპირზე არსებული ნადების წარმოქმნას, რომ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი თვალი და მკაფიო მხედველობა.

რეკომენდაციები:

  • რეკომენდირებულია კონტაქტური ლინზების ყველა მომხმარებლისთვის;
  • რეკომენდირებულია მგრძნობიარე თვალების მქონე კონტაქტური ლინზების მომხმარებლისთვის.

 

მწარმოებელიInterojo, კორეა
გამოყენების ხანგრძლივობა 2 კვირა
დიამეტრი14.2 მმ.
მასალაSenafilcon A
მასალის სახეობასილიკონ-ჰიდროგელი
ჟანგბადის გამტარუნარიანობა (DK / T)104
წყლის შემცველობა45%
ბაზისური სიმრუდე8.6 მმ
Sale

Unavailable

Sold Out